logo
ENG



ლევან გოგიჩაიშვილი: კობახიძის სიბრიყვის გამოა, ამ მდგომარეობაში "ქართული ოცნების" ნაწილი

13 ნოე 201912:09
3 წუთის საკითხავი
 
ezkppw30q80gpcs.jpg

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებული ხმაურიანი მოვლენები გრძელდება. ოპოზიციას მაჟორიტარი დეპუტატების ბუნტის არ სჯერა. ისინი ამბობენ, რომ ეს არის ივანიშვილის მიერ მართული სპექტაკლი. მათივე თქმით, "ქართული ოცნების" ლიდერს ეშინია 2020 წლის არჩევნების, რადგან კარგად იცის, რომ მისი პარტია საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.

"მათი ბუნტი ან ინსპირირებულია ივანიშვილის მიერ, რომ მან თავიდან აირიდოს პასუხისმგებლობა ჩავარდნის შემთხვევაში დათქვას, რომ უჭერდა მხარს, მაგრამ მაჟორიტარებს ვერაფერი მოუხერხა. ყველაფერი გამოჩნდება სადღაც ორ საათში და ივანიშვილი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას. ივანიშვილს რადგან ეშინია პასუხისმგებლობის აღების, ცდილობს ეს დააკისროს ე.წ. აბუნტებულ მაჟორიტარებს",- აცხადებს "ევროპული საქართველოს" წევრი აკაკი ბობოხიძე. 

"ნაციონალურ მოძრაობაში" კი მიაჩნიათ, რომ თუ კანონპროექტი ჩავარდება, ეს იქნება ივანიშვილის უკანასნელი ტყუილი. 

"ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია ივანიშვილის მრავალმილიარდიანი ტყუილები. ეს ტყუილი კი არ იზომება არ იზომება მილიარდებით, რადგან ეს სხვა მასშტაბის ტყუილია. თუ კანონპროექტი ჩავარდა, ეს იქნება ივანიშვილის უკანასნკელი ტყუილი. წარმოუდგენელია, რომ ორი თვის წინ 93 დეპუტატმა მოაწერა ხელი და შემდეგ ამ ადამიანების ნაწილს ღირსების გრძნობა აღუდგა და თურმე ივანიშვილის საწინააღმდეგოდ გუშინ სხვა პოზიცია გამოხატა",- განაცხადა რომან გოცირიძემ. 

დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან გოგოჩაიშვილი თვლის, რომ პრეტენზიების არსებობის შემთხვევაში ხუნდაძემ ირაკლი კობახიძეს უნდა მიმართოს. კანონპროექტის გაუქმება კი ცალსახად არეულობა გამოიწვევს. 

"არავინ არ ექაჩებოდა მათ აეღოთ ეს ვალდებულება პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით. თუ რამე პრეტენზია აქვს ხუნდაძეს, ეს პრეტენზია უთხრას კობახიძეს, რომ მისი სიბრიყვის გამოა, რა მდგომარეობაშიცაა დღეს "ქართული ოცნების" ნაწილი. პასუხისმგებლობა რაც განაცხადა ივანიშვილმა, რომ ეს საკითხი ამ ფორმით გავა. თუ კანონპროექტი ჩავარდება, გამოვა რომ მან იცრუა და ეს იქნება პროვოკაცია. იქნება დიდი ქაოსისა და არეულობის საფუძველი ამ ქვეყანაში",- აცხადებს გოგიჩაიშვილი. 

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების განსახორციელებლად 113 ხმა არის საჭირო. დეპუატტები პარლამენტში ამ წუთებში იკრიბებიან. 


close დახურვა